კინემატოგრაფები დღეს აქციას გამართავენ - შეკრება 14:00 საათზეა დაანონსებული

19.06.23 12:24
კინემატოგრაფები დღეს აქციას გამართავენ - შეკრება 14:00 საათზეა დაანონსებული

თეა წულუკიანის რეპრესიების წინააღმდეგ კინემატოგრაფები დღეს აქციას გამართავენ. ცნობილია, რომ შეკრება 14:00  საათზე დაიწყება. კინოცენტრიდან გათავისუფლებულების, მოქმედ თანამშრომლების და ქართული კინოს გულშემატკივრების მთავარი მოთხოვნა ახალ დიექტორთან, კობა ხუბუნაიასთან შეხვედრაა.

პროტესტის მონაწილეებს კიდევ ერთი დათქმა აქვთ:  შეხვედრა სოციალურ ქსელებში პირდაპირი ეთერით უნდა გადაიცეს. წულუკიანის დანიშნულ ახალ დირექტორს ორ მოთხოვნას უყენებენ, პირველი, რეორგანიზაციის პროცესი უნდა შეჩერდეს და მეორე კინოცენტრის დირექტორის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდეს.

მსგავსი სიახლეები