ზუგდიდის მუნიციპალიტეტში თევზაობის დროს დენის დარტყმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა

19.06.23 12:18
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში თევზაობის დროს დენის დარტყმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის 45 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა სოფელ ჩხორიაში მოხდა. 
პირველადი ინფორმაციით, მამაკაცი ე.წ. პილიგანით თევზაობდა, რა დროსაც დენმა დაარტყა. ახალგაზრდა კაცი ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.