"ვივა-მედი": სააკაშვილთან დაკავშირებით პროგრესი ნამდვილად არის

19.06.23 13:28
"ვივა-მედი": სააკაშვილთან დაკავშირებით პროგრესი ნამდვილად არის

"ვივა-მედის" კლინიკური დირექტორი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრებასთან დაკავშირებით კოლინიკა შემაფრეხებელი ფაქტორი არ ყოფილა და საკითხი პენიტენიცურმა სამსახურმა უდნა გადაწყვიტოს.

ზურაბ ჩხაიძე იმედოვნებს, რომ მესამე პრეზიდენტი პროცესებზე დასწრებას შეძლებს, რადგან ჯანმრთელობის თვალსაზრისით პროგრესი შეიმჩნევა. მისი თქმით, სააკაშვილი უფრო მეტად აქტიურია და დამოუკიდებლად გადაადგილებასაც ახერხებს. 

ჩვენ ოფიციალური შეტყობინება სასამართლო პროცესის შესახებ არ მიგვიღია, წერილი არ შემოსულა ჩვენთან სასამართლოსთან. თუ იქნება წერილი, შესაბამისად, სასამართლო პროცესში მისი თანამონაწილეობას უზრუნველყოფს პენიტენიოცური სამსახური. კლინიკა შემაფერხებელი ფაქტორი არასდროს ყოფილა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მისცემს სასუალებას რომ მიიღოს ონლაინ მონაწილეობა სასამართლო პროცესში. სტაბილურია მისი მდგომარეობა. პროგრესი, შეიძლება ითქვას, ნამდვილად არის. პაციენტი უფრო გააქტიურებულია, უფრო მეტად ასრულებს ჩვენს რეკომენდაციებს, თუმცა ჩვენ ვისურვებდით, რომ კიდევ უფრო მეტად შეასრულოს ჩვენი რეკომენდაციები. დამოუკიდებლადაც გადაადგილდება, იყენებს დამხმარე საშუალებასაც, მაგრამ შეუძილა დამოუკიდებლად გადაადგილება, - ამბობს ზურა ჩხაიძე.