"ხელი არ დამიდია", - ტრეფიკინგის საქმეზე დაკავებული
"ხელი არ დამიდია", - ასე პასუხობს მოსამართლეს სავარაუდო ტრეფიკინგის საქმეზე დაკავებული 38 წლის კაცი. ამ სიტყვებით მოსამართლეს მალხაზ ბარსაგიანმა იმ დროს მიმართა, როდესაც მოსამართლე შუამდგომლობას კითხულობდა. საქალაქო სასამართლოში სხდომა დაიხურა.
პროკურატურის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი გერებს ვაზისუბნიდან ვარკეთილში წასვლას, ყუთების მოგროვებას, ჩაბარებას, ფულის კი მასთან მიტანას აიძულებდა.
ვარკეთილში არსებული ობიექტის მფლობელები და გამყიდველები ამბობენ, რომ გამთენიისას მათთან ბავშვები ყუთებისთვის მიდიოდნენ, უფროსებს ეუბნებოდნენ, რომ ეს ყუთები გასაყიდად სჭრიდებოდათ, რათა მათი მშობლებისთვის შემდეგ ფული მიეტანათ.