საეჭვო ტრანზაქციები - საავტორო უფლებათა ასოციაციის ბრალდებებს „გერაში“ პასუხობენ

22.06.23 17:35
საეჭვო ტრანზაქციები - საავტორო უფლებათა ასოციაციის ბრალდებებს „გერაში“ პასუხობენ

საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელის ბრალდებებს „გერაში“ პასუხობენ. "გერას" წევრები მათ მიმართ გამოთქმულ პრეტენზიებს არ ეთანხმებიან და პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებენ.

„გერას“ წევრებისთვის „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივა მისაღებია, რომლის მიხედვითაც, თუ აქამდე ბაზარზე მხოლოდ ერთი საავტორო უფლებათა ასოციაცია მოქმედებდა, ახალი კანონით, მას კონკურენტიც ეყოლება. 

აპროტესტებენ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან კანონს, რომელმსაც ყველა თანაბარ პირობებში უნდა ჩააყენოს და ავტორებს მოგვცეს არჩევანის თავისუფლება. არსებობს აუდიტის დასკვნა, სადაც ნათლად ჩანს ავტორების თანხების მითვისების საქმე. გთხოვთ, შეახსენოთ კობალაძეს, რომელიც დადის ეთერ-ეთერ და ჩვენს შეურაცხყოფას ცდილობს, რომ მას 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, წლების განმავლობაში ჩამოჰქონდა ჩვენი ფული რუსეთიდან, რომელსაც აუდიტის დასკვნის შემდეგ, ეჭვი გვაქვს, რომ სათავისოდ იყენებდა, ორჯერ უფრო მეტ თანხას კი უაკნ რუსეთში, „რაოს“ ურიცხავდა,“ - ამბობს „გერას“ ერთ-ერთი წევრი.

საავტორო უფლებათა ასოციაციაში აპროტესტებენ პარლამენტში ინიცირებულ ახალ კანონპროექტს, რომელიც მათივე შეფასებით, სრულიად კომპანია „გერაზე“ არის მორგებული და მათ დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. კანონპროექტთან დაკავშირებით საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელი პრეზიდენტსაც შეხვდა - გიგა კობალაძე ორბელიანების სასახლეში მას შემდეგ დაიბარეს, რაც "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში ახალი კანონის მიღება დააანონსა.