სასამართლომ ბადრი ესებუა დამნაშავედ ცნო ტერორისტული აქტით და ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებით - პროკურორი
"სასამართლომ ბადრი ესებუა დამნაშავედ ცნო ტერორისტული აქტით და ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებით,“ - ეს განცხადება ბადრი ესებუას საქმის პროკურორმა გააკეთა. პროკურორის თქმით, მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დამატებიტი ექსპერტიზის ჩატარებიდა ახალი მტკიცებულებების დართვასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.
ბადრი ესებუას ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ესებუამ პორცესზე დღეს სკანდალური ჩვენება მისცა და თქვა, რომ გომელაურის უწყებას რამდენჯერმე გაექცა. ესებუამ ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნიდან არ წასულა, მხოლოდ აფხაზეთში იყო გადასული.
ბადრის ესებუა სასამართლო პროცესზე ასევე გაიხსენა დამალვისა და გაქცევის ეპიზოდები, ასევე თქვა, რომ მისი და მისი ძმის ფბ-ები გატეხილი იყო და ყვება, როგორ უწევდა განსაკუთრებული სიფრთხილით გადაადგილება.
ესებუამ ასევე მოყვა, როგორ იმედი ჰქონდა, რომ პოლიცია საქართველოს ბანკის ძარცვასთან დაკავშირებით სიმართლეს გაარკვევდა და გეგმავდა, რომ ამის შემდეგ საზოგადოებაში ღიად გამოჩენილიყო.
შეგახსენებთ, ორწლიანი ძებნის შემდეგ პოლიციამ ბადრი ესებუა 8 თებერვალს დააკავა. ის ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში, ნათესავის სახლში აიყვანეს.
ესებუა დაკავებულია ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით. ამ საქმეზე მას 2020 წლის 27 ნოემბერს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება სსკ-ის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული აქტი), სსკ-ის 329-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით), სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება) და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, დაკავების შემდეგ ესებუას პროკურატურამ ახალი ბრალიც წარუდგინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა და შენახვის ფაქტებზე. ამ საქმეზე ზუგდიდის სასამართლომ ის 5 აპრილს დამნაშავედ ცნო და 4 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.