უკრაინამ ომში დაღუპული ქართველი მებრძოლი, მიხეილ ყაფლანიშვილი დააჯილდოვა
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, მიხეილ ყაფლანიშვილი (კაპლანი) ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისთვის დაჯილდოვდება - ბრძანებას ხელს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აწერს ხელს.
"ორდენს მიშა კაპლანის დედას საქართველოში უკრაინის დიპლომატიური წარმომადგენლობა გადასცემს". - წერს Facebook-ზე უკრაინაში მებრძოლი ქართველი მებრძოლი, რომეო ფარულავა.
მიხეილ ყაფლანიშვილი 21 ოქტომბერს ხერსონის მახლობლად რუს ოკუპანტებთან ბრძოლის შედეგად დაიღუპა.