ზუგდიდში მანქანა ველოსიპედით მოძრავ მამაკაცს დაეჯახა

26.06.23 19:36
ზუგდიდში მანქანა ველოსიპედით მოძრავ მამაკაცს დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში - რუსთაველის ქუჩაზე მანქანა ველოსიპედით მოძრავ მამაკაცს დაეჯახა. 60 წლამდე კაცი ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.