გლეხოვიჩის საქმე და გაქცეული მთავარი მოწმე - ხმაურიანი საქმე თავდაყირა დგება
გლეხოვიჩის საქმე - ექსპერტ თამარ კუნელაშვილის ხმაურიანი აღიარების შემდეგ პროკურატურის მთავარი მტკიცებულება გახმაურებულ საქმეში ისევ ბუნდოვანი ხმოვანი ჩანაწერია, სადაც ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ 9 პირს კავშირი ქურდულ სამყაროსთან ჰქონდა. პროკურორები მთავარი მტკიცებულება ქვეყნიდან გაქცეული ექსპერტის დასკვნაა, რომელიც ახლა თავშესაფარს სხვა ქვეყანას სთხოვს.
დაკავებულებიც ამტკიცებენ, რომ მათი ხმა გააყალბეს, რამდენიმე დაკავებული კი ერთმანეთთან ნაცნობობას საერთოდ უარყოფს.
ზაალ მახარობლიძეს, იგივე გლეხოვიჩს კი ვახტანგ გომელაურის უწყება ამ დრომდე ეძებს. მას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, გლეხოვიჩის უფლებადამცველი ტარიელ კაკაბაძე ამტკიცებს, რომ საქმეში საკამრისი მტკიცებულებები არდევს, ალტერნატიული ექსპერტიზით კი დადასტრდა, რომ სატელეფონო საუბრის დროს ჩაწერილი ხმა მახარობლიძეს არ ეკუთვნის.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილი რეპორტაჟში.