„თავს ვიცავდი“ - ბოლნისში თანამოქალაქის მკვლელობაში ბრალდებული, შესაძლოა, გაამართლონ

26.06.23 20:41
„თავს ვიცავდი“ - ბოლნისში თანამოქალაქის მკვლელობაში ბრალდებული, შესაძლოა, გაამართლონ

ბოლნისში თანაქალაქების მკვლელობაში  ბრალდებული სამართალდამცველებს  ჩაბარდა და დანაშაულიც აღიარა. გურამ ჩუმაშვილს გომელაურის უწყება 7 მაისიდან ეძებდა. საქმის მასალების მიხედვით ბოლნისის სტადიონზე მომხდარი ჩხუბის შემდეგ ჩუმაშვილმა დავით რეხვიაშვილს სანადირო თოფიდან ესროლა და დანაშაულის ადგილიდან გაიქცა. 30 წლის კაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ჩუმაშვილი ამტკიცებს, რომ ის თავს  იცავდა. მის პოზიციას ისიც ამყარებს, რომ საქმეში ბრალდებულის  წინააღმდეგ პრაქტიკულად არცერთი მტკიცებულება არ დევს.  ახლა ყველაფერი ნაფიცმსაჯულებზეა დამოკიდებული, რომლებმაც ბოლნისში  მომხდარ მკვლელობის საქმეზე საბოლოო ვერდიქტი უნდა გამოიტანონ.არ არის გამორიცხული, უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული გამართლდეს.  

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.