"დღეიდან დაიწყება ბრძოლა, რომელიც დაასრულებს ამ რუსეთის რეჟიმს" - ბექა გრიგორიადისი

27.06.23 11:45
"დღეიდან დაიწყება ბრძოლა, რომელიც დაასრულებს ამ რუსეთის რეჟიმს" - ბექა გრიგორიადისი

ლაზარე გრიგორიადისის მამას არანაირი მოლოდინი არ აქვს მისი შვილის პროცესთან დაკავშირებით. ის ამბობს, რომ დღეს იწყება ბრძოლა მთავრობასთან, რომელიც მას დაასრულებს.

ბექა გრიგორიადისი გაკვირვებულია, თუ რატომ დაამთვხია მოსამართლემ დღეს მისი და ლაზარეს პროცესები ერთმანეთს.

ბრალდების მხარე მე მედავება ხულიგნობას და ლაივში შეურაცხყოფას პოლიციელზე, მაგრამ მინდა ყველას ვუთხრა, რომ ის პოლიციელი არა ის მილიციელი იტყუება, არავისთვის მე შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. მოლოდინი, რაც არის ძალიან გამიკვირდა, რატომ დამიმთხვია მოსამართლემ დღეს ლაზარეს პროცესი 12-ზე და 20 წუთი რომ აკლია ჩემი პროცესია ჩანიშნული, არ ვიცი ალბათ ჩემზე იზრუნა იცოდა, რომ აქ მოვიდოდი და ბარემ ერთიანად ჩატარდებოდა საინტერესოა ეს ყველაფერი. ლაზარეს რაც შეეხება ძალიან კარგად ვიცით, რომ მაგ ბავშვს სწირავენ, არანაირი მოლოდინი არ მაქვს, დღეს შეუძლიათ ბავშვი გირაოთი გამოუშვან და ისე წაიყვანონ პროცესი და ვნახავთ რა იქნება. მე მინდა ხალხს ვუთხრა, რომ აქამდე მთავრობასთან გვქონდა გაცნობითი პროცესი, მაგრამ დღეიდან დაიწყება ბრძოლა, ისეთი ბრძოლა რომელიც დაასრულებს ამ რუსეთის რეჟიმს, მაგას 100%-იანი ვიძახი, - ამბობს ბექა გრიგორიადისი.

დღეს ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი 12:00 საათზეა ჩანიშნული, ხოლო მისი მამის პროცესი კი ამავე დღეს რამდენიმე წუთით ადრე. ლაზარეს მამას ბრალდების მხარე მას პოლიციელზე შეურაცხყოფას ედავება, რასაც ის უარყოფს.