ლაზარე გრიგორიადისის მამა სასამართლომ 800 ლარით დააჯარიმა
ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო წვრილმან ხულიგნობაში და 800 ლარით დააჯარიმა.
მოსამართლე კობა ჩაგუნავას განმარტებით, ბექა გრიგორიადისის მხრიდან პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს ადგილი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს არ ჰქონია, შესაბამისად, ის აღნიშნულ ნაწილში სამართალდამრღვევად არ ცნო, თუმცა, სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი სიტყვების გამო, ის წვრილმან ხულიგნობაში ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად მიიჩნია.
ბექა გრიგორიადისს, 3 ივნისს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე დაყრდნობით, პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფას ედავებოდნენ.