საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც OECD/ACN-ის ანტიკორუფციული გარემოს შეფასებაზე უარი თქვა - NGO-ები
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, საქართველოს მთავრობამ, 20 წლის განმავლობაში პირველად თქვა უარი "ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის" ანტიკორუფციული ქსელის (OECD/ACN) მონიტორინგში მონაწილეობაზე.
არასამთავრობოები აცხადებენ, რომსაქართველოს მთავრობის მიერ OECD/ACN მონიტორინგში მონაწილეობაზე უარი ზიანს აყენებს ქვეყნის რეპუტაციას და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ანტიკორუფციული რეფორმების გატარების დღის წესრიგს. ამ მიმართულებით რეფორმების შეჩერება პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მისწრაფებასთან, რადგან ანტიკორუფციული რეფორმების გატარება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი ვალდებულებაა.
ხელმომწერი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს სტამბოლის სამოქმედო გეგმის (IAP) ფარგლებში დაწყებულ მონიტორინგის პროცესს და გააგრძელოს თანამშრომლობა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელთან (OECD/ACN).
მას ხელს აწერს:
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI Georgia)
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)