"პოლიტიკაში მოსვლამდე ჯერ სასჯელი მოიხადოს" - პაპუაშვილი სააკაშვილზე

27.06.23 14:45
"პოლიტიკაში მოსვლამდე ჯერ სასჯელი მოიხადოს" - პაპუაშვილი სააკაშვილზე

პარლამენტის თავმჯდომარე მესამე პრეზიდენტის პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადებას ეხმიანება და მიხეილ სააკაშვილს თავს ესხმის. შალვა პაპუაშვილი მესამე პრეზიდენტს ურჩევს, ჯერ სასჯელი მოიხადოს.

სახელისუფლებო გუნდის წევრი ირწმუნება, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკაში დადებითს ვერაფერს მოიტანს. 

მე ვფქრობ, რომ მსჯავრდებულმა, უპირველეს ყოვლისა, უნდა მოიხადოს სასჯელი და ამით იყოს კონცენტრირებული, რომ საკუთარ სასჯელზე, მათ შორის, მონანიებაზე. ასე რომ, არ მგონია, მისი როლი პოლიტიკაში შიგნით თუ გარეთ რაიმე დადებითს მოიტანს, - ამბობს პაპუაშვილი.