რატომ არ იძიებს კაციტაძის უწყება წლების განმავლობაში გახმაურებულ საქმეებს?

27.06.23 15:27
რატომ არ იძიებს კაციტაძის უწყება წლების განმავლობაში გახმაურებულ საქმეებს?

რატომ არ იძიებს კოკა კაციტაძის უწყება წლების განმავლობაში გახმაურებულ საქმეებს - საგამოძიებო სამსახურის შეფს კითხვებზე ფორმალური პასუხები აქვს. "პირველებმა" კაციტაძეს დღეს ჰკითხა, არიან თუ არა იდენტიფიცირებულები ციხის ის მაღალჩინოსნები და საბადრაგო სამსახური თანამშრომლები, რომლებმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში გააიყვანეს. 

კოკა კაციტაძე ამბობს, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დანაშუალის ნიშნები ვერ გამოავლინა და ამიტომ გამოძიება არარ მიმდინარეობს. ამასთან საგამოძიებოს შეფი ხელს მიხეილ სააკაშილისკენ იშვერს და ამბობს, რომ ის გამოძიებასთან არ თანამშრომლობს. 

ჩვენ არაერთი საგამოძიებო მოქმედება გავქვს ჩატარებული ამ ფაქტთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე მსგავის რამე გამოკვეთილი არ არის, ტუმცა გამოძიება გრძელდება. ჩვენ უნდა დაველოდოთ ექსპერტიზის დასკვნებს. ფორმალური როგორ იქნება, როდესაც ამდენი საგამოძიებო მოქმედებაა და ამდენი თანამდებობის პირია გამოკითხული ამ საქმეზე? ადამიანი თუ ამბობს, რომ მოწამლეს, მან უნდა მოგვაწოდოს გამოძიებას თუ რა ვერსიები აქვს და რატომ თვლის, რომ ასე მოხდა. ჩვენ მისი ადვოკატის მეშვეობით შეთავაზება გავუკეთეთ, თუმცა დღემდე არ დაუბრუნებია პასუხი აქვთ თუ არა საერთოდ, სურვილი, რომ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღონ. ასევე ბოლო ფაქტთან დაკავშირებით, ჩვენ შევთავაზეთ ექსპერტიზის ჩატარება საქართველოში, სახელმწიფო დაწესებულებაში მოწამვლის ფაქტის დასადგენად როგორც ფრჩილზე, ასევე სისხლის ნიმუშებზე და ამაზეც უარი გვითხრეს, - ამბობს კაციტაძე. 

"პირველები" სოსო გოგაშვილის თემითაც დაინტერესდა და კაციტაძეს ჰკითხა, გამოიკითხა თუ არა სუსის ექსშეფის ბრალდებების მთავარი ადრესატი შს მინისტრი. საგამოძიებო სამსახურის უფროსი ირწმუნება, რომ ექსპერტიზის დასკვნებს ელოებიან და ვახტანგ გომელაურის გამოკიტხვის საკითხი შესაძლოა, მხოლოდ ამის შემდეგ დადგეს.

ამ საქმეზე ჩვენ ველოდებით ექსპერტიზის დასკვნებს და მას შემდეგ, რაც ექსპერტიზის დასკვნებს მივიღებთ, დავგეგმავთ შემდგომ საგამოძიებო მოქმედებებს. მინდა გითხრათ, რომ არავის გამოკითხვა პრობლემას არ წარმოადგენს, ვინც არ უნდა იყოს ეს. თუკი არსებობს შეკითხვები ყველა ადამიანი გასცემს ამ შეკითხვებს პასუხს გამოძიების წინაშე.  ერთი წლის მანძილზე ძალიან დიდი სამუსაო ჩატარებული და როგორც გითხრაით, ადვოკატი სრულად არის ინფორმირებული, თავად ბატონი გოგაშვილიც და მათ შორის, ინფორმირებულია სახალხო დამცველიც, - ამბობს კაციტაძე. 

ჟურნალისტმა კიტხვა 7-8 მარტის აქციებთან დაკავშირებითაც დაუსვა. მედიაში გავრცელდა არაერთი კადი, სადაც ჩანს, რომ პოლიციელებმა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალას გადაამეტეს.

კოკა კაციტაძე ამბობს, რომ ეს რთული ქეისია და გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

23 ჟურნალისტის გამოკითხვა მოხდა, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ ხელი შეეშალათ გაშუქებაში აქციის მიმდინარეობის დროს ან რაიმე დაზიანება მიირეს სამართალდამცავების მხრიდან. ეს არის ძალიან კომპლექსური გამოძიება, რომელზეც ჩვენ ძალიან ბევრი საგამოძიებო მოქმედება გვაქვს უკვე ჩატარებული. 3000 საათის ვიდეოჩანაწერი გვაქვს ამოღებული, რომლის დაიდენტიფიცირებაც მიმდინარეობს. დანარჩენი უნდა დაველოდდოთ ამ შემტხვევაშიც ექსპერტიზის დასკვნებს და დაველოოთ იმ საგამოძიებო მოქმედებებს, რომელიც ჩვენი გეგმის ნაწილია, - ამბობს კოკა კაციტაძე. 

შეგახსენებთ, რომ კოკა კაციტაძემ დღეს ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.