მამამისმა აჩხუბა ორივე, ყველას ეუბნებოდა, არ გააშველოთო - კაცი, რომელმაც შვილს თანატოლი აცემინა, გაუჩინარებულია
9 წლის ბავშვს, რომელიც თანატოლმა მშობლის წაქეზებით სასტიკად სცემა, ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. 42 წლის კაცი, კი რომელმაც 11 წლის შვილს თანატოლი აცემინა და ვიდეოები გადაუღო გაუჩინარებულია. ის არც დაკავებულია და მისი ოჯახის მტკიცებით, არც გამოკითხვაზეა დაბარებული.
"ბავშვები ჩხუბობდნენ ეს მამამისის ბრალი არ იყო, სულ ჩხუბობდნენ, სულ სცემს"- ამბობს 42 წლის კაცის ოჯახი.
ნაცემი ბავშვის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ 42 წლის კაცმა შვილი განგებ წააქეზა, რომ თანატოლი ეცემა.
"ჩემს ძმასთან მას ჩხუბი მოუვიდა და მერე ჩემი ძმა წაიყვანეს და იქ სოფელში აცემინეს. მამამისი მოვიდა და მან აჩხუბა ეს ორივე ერთმანეთს, მერე პოლიცია მოვიდა და კამერები ნახეს, როგორ აცემინებს ეს კაცი ბავშვს, ყველას ეუბნებოდა, რომ არ გააშველოთ იჩხუბონო"- ამბობს ბავშვის ოჯახი.
შემზარავი ფაქტი კასპის ერთ-ერთ სოფელში მოხდა, რა დროსაც კაცმა მის შვილს 9 წლის მეზობელი სასტიკად აცემინა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.