გლდანის პარკში ცისარტყელის ფერებში დაკიდებული ქოლგები ჩამოხსნეს
გლდანის პარკში ცისარტყელის ფერებში დაკიდებული ქოლგები ჩამოხსნეს - პარკის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ ფერადი ქოლგები საზოგადოებაში აგრესიის გაღვივების თავიდან არიდების მიზნით ჩამოხსნეს.
რაც შეეხება აღნიშნულ ქოლგებს, რამაც აჟიოტაჟი გამოიწვია საზოგადოებაში, ეს არის გადახალისების ეტაპის ერთ-ერთი ნაწილი, ქოლგების ცნობილი დეკორაცია, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შეხვდებით, ვიმეორებთ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დეკორაცია, ფერადი ქოლგები ცისარტყელას ფერებში ბავშთა მხიარული განწყობისთვის შეირჩა და მას სხვა არანაირი დატვირთვა ჩვენთვის არ აქვს, არ ვეწევით არანაირ პროპაგანდას, თქვენ ჩვენ ქართველობას არ გართმევთ და მოდით ნუ წავართმევთ ბავშვებს ბავშვობას და ცისარტყელის ფერებს და მხიარულებას," - წერია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.