ძლიერი წვიმის შედეგად წალენჯიხაში 12 ოჯახი გარესამწყაროს მოწყდა - ხალხი დახმარებას ითხოვს
სტიქია წალენჯიხაში - ძლიერი წვიმის შედეგად 12 ოჯახი გარესამწყაროს მოწყდა. სოფელ საჩინოში მდინარე ინწრაზე ხიდის ნაწილი ჩატეხილია, რის გამოც ნაგურუს თემში მაცხოვრებლების ნაწილი საკუთარ სახლში მისვლას ვერ ახერხებს. განსაკუთრებით რთულია ერთ-ერთი ოჯახის მდგომარეობა, რომლებიც რამდენიმე დღის წინ მოსული ძლიერი წვიმის შემდეგ გახიზნულია. დატბორულია სახნაც-სათესი სავარგულებისა და თხილის ბაღების ნაწილი.
ადგილობრივები დახმარებას ხელისუფლევას სთხოვენ. თავის მხრივ, გუბერნატორის განცხადებით, სპეფიალისტები ხიდის მდგომარეობას შეისწავლიან, რის შემდეგაც აღდგენითი სამუშაოები დაიწყრბა, მანამდე კი ალტერნატიულ გადასასვლელს მოაწყობენ. სტიქიამ გარკვრული პრობლემები შექმან სხვა სოფლებშიც.