"სანქციების კოორდინატორებს დავუმტკიცეთ, რომ ვიცავთ შეზღუდვებს" - საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი კომენტარი
სანქციების ჯგუფის წამრმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ საგარეო საქმეტა მინისტრი პირველ კომენტარს აკეთებს. ილია დარჩიაშვილი ირწმუნება, რომ თბილისში საგანგებოდ ჩამოსულ მაღალჩინოსნებს კიდევ ერთხელ დაუმტკიცეს, რომ არ არსებობს ფაქტი, რომელიც საქართველოდან რუსეთში სანქცირებული პროდუქციის ექსპორტს დაადასტურებდა.
შეხვედრაზე ჩვენს პარტნიორებს მაქსიმალურად მიეწოდათ იმ კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რომელიც გადადგა ქვეყანამ და რომელსაც მომავალში გააგრძელებს ამ მიმართულებით. საქართველოში მას შემდეგ, რაც ჩვენს რეგიონში დაიწყო საომარი მოქმედებები, არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, რომ საქართველოს გავლით რომელიმე ქვეყნის მიმართულებით მომხდარიყოს სანქცირებული პროდუქციის ექსპორტი. შესაბამისად, საქართველო ამ მიმართულებით გააგრძელებს მუშაობას. ჩვენს პარტნიორებთან ვისაუბრეთ მომავალში კიდევ უფრო როგორ უნდა გაგრძელდეს ჩენი თანამშრომლობა და პარტნიორობა. ვფიქრობ, ვიზიტი იქნება ძალიან საინტერესო, რადგან პარტნიორები საკუთარი თვალით ნახავენ იმ შედეგებს, რომელიც ამ მიმართულებით ქვეყანას აქვს. საქართველო გააგრძელებს იყოს ერთგული იმ პრინციპების მისამართით, რომელიც იქნა აღებული საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რომ საერთაშორისო პარტნიორობის, თანამეგობრობასთან ერთად ძალიან აქტიურად იმუშავებს იმ საერთაშორისო ფინანსური სანქციების მიმართულებით და იქნება მჭიდრო კოორდინაციაში ჩვენს პარტნიორებთან, - ამბობს დარჩიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოში ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და აშშ-მ სანქციებზე მომუშავე ჯგუფი საგანგებო მისიით გამოუშვა. უცხოელი მაღალჩინსონები უკვე შეხვდნენ ბიზნესის წარმომადგენლებს, პრემიერს და ეკონომიკუ ჯგუფს.