ბერას საჩუქარი დედას - „პირველებმა“ დენდროპარკის ჩუქების ამბის დეტალები გაარკვია
ბერა ივანიშვილი საქართველოში აღარაფერს ფლობს. ოლიგარქის შვილმა ყველა აქტივი დათმო. ბოლო უძრავი ქონება, რაც მის სახელზე იყო, ისიც დედას გადაუფორმა.
ექსკლუზიური დეტალები დენდროლოგიური პარკის გაჩუქების ამბავში „პირველებმა“ დაადგინა.
ისე ჩქარობდნენ,, რომ ოლიგარქის შვილის ჩამოსვლას არ დაელოდნენ და ბერამ დედას წილები ბრაზილიიდან, დისტანციურად გადაუფორმა. სიჩქარეში დოკუმენტებიც კი აერიათ. რეესტრმა დაახარვეზა, თუმცა შეცდომა ივანიშვილების ნდობით აღჭურვილმა პირებმა რამდენიმე წუთში გამოასწორეს.
არსებობს ვარაუდი, რომ ოლიგარქის შვილი დასანქცირების რისკს ხედავს და ამიტომ ყველაფერი ეტაპობრივად ჩამოიშორა. დაბადების დღემდე ცოტა ხნით ადრე დედას დენდროლოგიური პარკიც აჩუქა. ეს ის ტერიტორიაა, რომლისთვისაც ოლიგარქმა ლამის ნახევარი აჭარა გადათხარა. ხალხს დაჰპირდა, რომ პარკს მათთვის აკეთებდა, თუმცა 54 ჰექტარი ტერიტორია ახლა ივანიშვილების ოჯახის წევრებს შორის ხელიდან ხელში გადადის.
საქართველოს მოქალაქეები კი ისევ მოტყუებულები დარჩნენ. დენდროლოგიური ჯერ ბიძინა ივანიშვილის საკუთრება იყო, შემდეგ ბერასი, ახლა კი ეკატერინე ხვედელიძის გახდა.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.