„ურბანული გენოციდი“ - დიღომში კობა კვეტენაძეს კომპანია 40-მდე 21 სართულიან კორპუსს ააშენებს
ურბანული გენოციდის გაგრძელება თბილისში - დედაქალაქში პრაქტიკულად აღარ რჩება სივრცე, რომელიც „ოცნების“ მაღალჩინოსნებთან დაახლოებულმა დეველოპერებმა მიზანში არ ამოიღეს. მიადგნენ დიღომსაც, სადაც ნახევარი მილიონი მეტრის ფართობის სრულად ათვისება ხდება. 21 სართულიან 40- მდე კორპუსის მშენებლობას რაიონში კობა კვეტენაძის კომპანია იწყებს.
ოპოზიცია ფიქრობს, რომ ბეტონის ჯუნგლებად ქცეული კიდევ ერთი ტერიტორია დიღომს ურბანულ კატასტორფამდე მიიყვანს. განგაშის სიგნალი დღეს „ლელოს“ წევრმა ჩართო. საბა ბუაძე ამბობს,რომ მოსალოდნელი რისკების გარდა, მასშტაბური მშენებლობის საქმეში სავარაუდო კორუფციის ნიშნებიც ჩანს.
ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში.