დავით ოსიყმიშვილზე თავდასხმა ხელისუფლებისგანაა ორგანიზებული, პუტინის რეჟიმივით მოქმედებენ - ირაკლი ნადირაძე

28.06.23 12:08
დავით ოსიყმიშვილზე თავდასხმა ხელისუფლებისგანაა ორგანიზებული, პუტინის რეჟიმივით მოქმედებენ - ირაკლი ნადირაძე

თავდასხმა ნაციონალური მოძრაობის წევრზე - დავით ოსიყმიშვილს გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა. ოპოზიციონერს ორი ნიღბიანი პირი საკუთარ სახლთან დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. 

პარტიაში მომხდარს ხელისუფლებისგან წახალისებულს უწოდებენ და ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" პუტინის რეჟიმის მსგავსად უსწორდება ოპონენტებს: 

სახლთან მისულს დახვდა ორი ნიღბიანი ადამიანი, უკნიდან მიპარვით სცემეს უმოწყალოდ, გატეხილი აქვს ცხვირი, აქვს ტვინის შერყევა, აქვს სხვადასხვა მძიმე დაზიანება. გუშინ ჩაუტარდა ასევე გადაუდებელი ოპერაცია. მას ჰყავს, არაერთი თვითმხილველი კორპუსის წინ ადამიანი მოვიდა, გააჩერა მანქანა და სადარბაზოში შესვლის დროს დაესხნენ თავს, სცემეს უმოწყალოდ ისე, რომ ერთი სიტყვა არ უთქვამს მისთის და ამას ადასტურებს ძალიან ბევრი მეზობელი. რამდენიმე საათით ადრე ელოდებოდნენ ისინი და მათ ალბათ იცოდნენ გადაადგილების გრაფიკი. დარწმუნებული ვართ, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი და განზრახული თავდასხმა. ეს იყო და არის ქართული ოცნების მიერ ორგანიზებული და წახალისებული თავდასხმები, ისინი ზუსტად ისევე მოქმედებენ, როგორც მოქმედებდა და მოქმედებს პუტინი რუსეთში" - ირაკლი ნადირაძე.