რესტორან „რეტროს“ მფლობელი ორჯერ ნასამართლევია, თუმცა დაკავებული ისევ არ არის - "პროფკავშირები"

28.06.23 12:39
რესტორან „რეტროს“ მფლობელი  ორჯერ ნასამართლევია, თუმცა დაკავებული ისევ არ არის - "პროფკავშირები"

თანამშრომლის ცემაში მხილებული რესტორან „რეტროს“ მფლობელი ორჯერ ნასამართლევია, თუმცა დაკავებული ისევ არის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს. 

"პროფკავშირების" ცნობით, თეიმურაზ ვარშანიძე ერთხელ 2016 წელს დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით, ხოლო მეორედ, 2023 წელს სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო გაასამართლეს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

რესტორან „რეტროს“ მფლობელი თეიმურაზ ვარაშინიძე ორჯერ ნასამართლევია, თუმცა დაკავებული ისევ არ არის!

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 3 ივნისს სოციალურ ქსელში გავრცელებული ძალადობის ფაქტის ამსახველი ვიდეო კადრების საფუძველზე პოლიციამ რესტორან „რეტროს“ მფლობელი დააკავა, თუმცა, ის მალევე, 5000 ლარის ოდენობით გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა.

სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის შედეგად კი დადგინდა, რომ თეიმურაზ ვარშანიძე ორჯერ არის ნასამართლევი: ერთხელ 2016 წელს დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ შეძენის, შენახვისა და თურქეთიდან საქართველოში შემოტანის მუხლით, ხოლო მეორედ, 2023 წლის 26 აპრილს, სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.