ანგარიშსწორება მიშა მშვილდაძეზე - თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია

28.06.23 14:07
ანგარიშსწორება მიშა მშვილდაძეზე - თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია

ანგარიშსწორება მიშა მშვილდაძეზე - თავდამსხმელი იდენტიფიცრებულია. ნიკოლოზ გუგეშაშვილმა განცხადება სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა და შსს-ს მიმართა. 

კაცი წერს, რომ თავდასხმის მიზეზი ეკლესიის "კრიმინალებად" მოხსენიება და პატრიარქის "გინება" გახდა. 

მე ვარ ნიკოლოზ გუგეშაშვილი, გლდანელი კაცი, 4 შვილის მამა. გუშინ ვიყავი ვაჟა ფშაველაზე, კარფურთან, სადაც ვცემე მიშა მშვილდაძე. ცემის მიზეზია ის რომ ეკლესიას მოიხსენიებს კრიმინალად და იძახის რომ ჯვარი არის ძალადობის სიმბოლო, აგინებს პატრიარქს, ქართველ ერს და იცავს მამათმავლებს, ასევე ფეისბუქით გვაგინებს მე და ჩემს მეგობრებს. ამიტომაც მოხვდა. არსად დამალვას არ ვაპირებ, - წერს გუგეშაშვილი.