ბეწვზე გადაურჩა ვერტმფრენი უბედურ შემთხვევას - რა მოხდა მყინვარწვერზე

28.06.23 14:12
 ბეწვზე გადაურჩა ვერტმფრენი უბედურ შემთხვევას - რა მოხდა მყინვარწვერზე

ვერტმფრენი უბედურ შემთხვევას გადაურჩა -  ირკვევა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ,,MI – 8” ტიპის ვერტმფრენი კატასტროფას ბეწვზე გადაურჩა.

"ინციდენტი მოხდა 26.06.2023 ბეწვზე გადაურჩა ვერტმფრენი უბედურ შემთხვევას. მეტეოსადგური, ყაზბეგი"- წერს მოქალაქე, რომელიც ფაქტის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს.  

ამასთან განცხადება გაავრცელა გომელაურის უწყებამაც - მათი თქმით, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა, მყინვარწვერზე, მეტეოსადგურზე, პოლონელი მაშველების დახმარების გაწევის დროს, ავარიული ინციდენტი განიცადა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ქარის სწრაფი და დაღმავალი მასების უეცარმა გადაადგილებამ განაპირობა.

დაღმავალი ჰაერის მასების ცვალებადობის შედეგად, მოხდა ვერტმფრენის წინა შასის მიწასთან შეხება, რამაც გამოიწვია საფრენი აპარატის ამორტიზება, თუმცა, გამოცდილმა და პროფესიონალმა, მფრინავებმა მოახერხეს ვერტმფრენის სტაბილიზება, მეორე წრის განხორციელება, მყინვარწვერიდან თბილისის მიმართულებით გამოფრენა და სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის ბაზაზე მშვიდობიანად დაშვება"- წერს შსს.