მოახდინეთ რეაგირება - კულტურის სფეროს წარმომადგენლები პარლამენტს დახმარებას სთხოვენ

28.06.23 17:40
მოახდინეთ რეაგირება - კულტურის სფეროს წარმომადგენლები პარლამენტს დახმარებას სთხოვენ

წულუკიანის მიერ რეპრესირებულ ხელოვანებს "ქართული ოცნება" არ შეხვდა. კინორეჟისორები, ხელოვნებათმცოდნეები, სცენარისტები, მუზეუმის თანამშრომლები, ყველა, ვისაც მინისტრის სადამსჯელო ოპერაცია შეეხო, რამდენიმე საათია პარლამენტში არიან.

საკანონმდებლო ორგანოში მივიდნენ და ოპოზიციას შეხვდნენ კინოცენტრის თანამშრომლებიც, ადამიანები, ვინც სამი კვირაა ქუჩაში დგანან და წულუკიანის პოლიტიკას აპროტეტსებენ. შეხვედერა სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა პარლამენტში უკვე დატოვეს წერილი, რომლის მთავარი ადრესატებიც ელისო ბოლქვაძე და მიშა სარჯველაძე არიან. 

კულტურის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ ახლა საქართველოს პარლამენტის დახმარება სჭირდებათ.

"ვითხოვთ, მოიწვიონ ღია შეხვედრა, სადაც ჩაინიშნება ადამიანის უფლებების, კულტურის კომიტეტიი სხდომები, სადაც მოხდება ამ საკითხებზე რეაგირება, რადგან პარლამენტი ვალდებულია, რომ მოახდინოს რეაგირება ამ პროცესებზე, რომელიც კულტურის სფეროში მიმდინარეობს. კულტურის მინისტრთან ფაქტია რომ დავასრულეთ საუბარი, რადგან ის არ არის მზად ჩვენთან დიალოგისთვის". - ამბობს კულტურის სფეროს წარმომადგენელი.

ოპოზიციის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის დღის წესრიგში კულტურის საკითხები სისტემატურად ისმოდეს. მათივე განცხადებით, ის პორბლემები რაც ხელოვანებს და მეცნიერებს აწუხებთ, ევრასდროს ვერ ხვდება კულტურის კომიტეტის საზედამხედველო ფუნქციების ქვეშ.