გამოძიებისგან უახლოეს დღეებში, ალბათ, რაღაცას უნდა ველოდოთ - ჯაღმაიძე მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლაზე

13.07.23 13:10
გამოძიებისგან უახლოეს დღეებში, ალბათ, რაღაცას უნდა ველოდოთ - ჯაღმაიძე მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლაზე

საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ  მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლაზე გამოძიებისგან უახლოეს დღეებში "რაღაცას" ელოდებიან.

ჯაღმაიძემ ასევე კომენტარი გააკეთა მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის განცხადებაზეც და თქვა, რომ მეუფეს იმის თქმა უნდოდა, რომ პატრიარქის მოსაყდრის შესაძლო მოწამვლის შესახებ თხრობა მედიამ დაიწყო.

"მეუფეს ალბათ მხედველობაში ის ჰქონდა, რომ ამ ამბის შესახებ თხრობა დაიწყო მედიამ, ჩვენ არ გაგვიკეთებია განცხადება და ჩვენ არ მიგვიმართავს მედიისთვის. ვნახოთ ჩვენ, რადგან გამოძიება მიმდინარეობს არ ვიჩქარებთ დასკვნით. უახლოეს დღეებში ალბათ რაღაცას უნდა ველოდოთ" - ამბობს ანდრია ჯაღმაიძე.

მსგავსი სიახლეები