სახელმწიფო დაცვა ადასტურებს, რომ ჩუბინიძის უწყების თანამშრომელმა მოქალაქეზე იძალადა - შსს გამოძიებას არ იწყებს
დადასტურებულია ფაქტები, რომელიც შაბათის ეთერმა ჟურნალისტური გამოძიების დროს მოიპოვა. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, ოფიციალურ წერილში, რომელიც "ტვ პირველს" გამოუგზავნეს, ადასტურებს, რომ ჩუბინიძის უწყების თანამშრომელმა მოქალაქეზე იძალადა. საუბარია 19 ივლისს მომხდარ ინციდენტზე, როდესაც სკუტერის მძღოლი მაღალჩინოსნების სამთავრობო დაცვამ სცემა.
ამის მიუხედავად, ამ დრომდე პასუხგაუცემელია კითხვა, ღამის 22:00 საათზე ვისი ესკორტი მოძრაობდა ავტობუსის ზოლში და ნამდვილად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისს დაცვამ სცემა თუ არა მოპედის მძღოლი.
მერაბ ტურავა "პირველების" სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. იძებნება ძალადობაში მხილებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელიც.
"პირველები" დაინტერესდა, რატომ არ იწყებს მომხდართან დაკავშირებით შსს გამოძიებას და პასუხის მისაღებად თაბუკაშვილის პოლიციის განყოფილებაში მივიდა. სამართალდამცველებმა კითხვაზე პასუხის გაცემა არ ისურვეს, პასუხი ტრადიციული იყო "მიმართეთ პრესცენტრს".
მოპედის მძღოლზე ზალადობის ამსახველი კადრები "შაბათის ეთერმა" გუშინ გაასაჯაროა.