ვოლსკი ამტკიცებს, რომ რუსული ლაინერი დასანქცირებული არ არის
"ქართული ოცნების" ლიდერი გიორგი ვოლსკი ირწმუნება, რომ რუსული საკრუიზო ლაინერი დასანქცირეული არ არის და არც მის მგზავრებს აქვთ ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული.
სახელისუფლებო გუნდის წევრი ამტკიცებს, რომ რუსეთიდან ჩამოსული ყველა მგზავრი სათანადოდ შემოწმდა.
საქართველოში მოწმდება ყველაფერი და გამოირკვა, რომ შავი ხვრელები თურმე არ არსებობს და შავი ხვრელები სულ სხვაგან უნდა ეძებოს იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ. მეორე საკითხი არ ვიცი მე, რამდენად დაიხვეწა "ტვ პირველი" აისის სისტემის შეფასებაში, მაგრამ ფაქტია, რომ ლაინერი არ არის დასანქცირებული და თურქეთის ტერიტორიული წყლებიდან მოდის საქართველოსკენ. დასანქცირებულიც არ არის და არც ოკუპაციის კანონი აქვს დარღვეული, ვინაიდან ყველა პასპორტი შემოწმებულია, ყველა ადამიანი ვინც გემიდან ჩამოვიდა და რამდენიმე საათი დაყო ჩვენს ტერიტორიაზე" - გია ვოლსკი.
შეგახსენებთ, რომ დღეს საკრუიზო ლაინერმა ბათუმში მეორე რეისი შეასრულა. გემმა საქართველოში პუტინის მეხოტბე არტისტები ჩამოიყვანა. ლაინერს ბათუმის პორტში მოქალაქეები პროტესტით შეხვდნენ. პოლიციამ 23 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ საკრუზიო ლაინერმა რეისების მარშრუტებიდან ბათუმი ამოიღო.
პარალელურად, მეზღვაურები ამტკიცებენ, რომ რუსული გემი ბათუმის პორტში კანონდარღვევით შემოვიდა.