ე.წ. ქურდული საერთო განვადებით - გამოუშვებს თუ არა სამართლო ციხიდან ე.წ. ძველ ბიჭებს
გამოუშვებს თუ არა უსამართლო ციხიდან ე.წ. ძველ ბიჭებს. გამოძალვაში და რეკეტში ბრალდებული ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები მოსამართლის გადაწყვეტილებას ელოდებიან.
გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს ანზორ შარმაიძეც ე.წ. კანონიერი ქურდების წარმომდგენელი, რომელიც ბიზნეს დავების გადასაწყვეტად "ქურდული გარჩევის ორგანიზებასა და ე.წ ობშიაკის შესაგროვებლად თანხის ჩარიცხვას მოდავე მხარეებს საბანკო განვადების წესებით აიძულებდა.
თემაზე სკანდალური ჟურნალისტური გამოძიება "შაბათის ეთერმა" ჩაატარა.
ე.წ. კრიმინალური გარჩევებისას გამტყუნებულებს თუ ფული არ აქვთ, აიძულებენ, ხარკი 1 წელიწადზე გადაანაწილონ და ისე გადაიხადონ.
"შაბათის ეთერმა" მოიპოვა პოლიციის ფაილები, სადაც გაშიფრულია სქემა, რა სისტემით ხდება საქართველოში ე.წ. ქურდების ჩარევით ბიზნეს დავების გადაწყვეტა.
ირკვევა, რომ მოქალაქეები სასამართლოს ნაცვლად, საქმის გარჩევას ქურდებს ანდობენ, მათი ვერდიქტის შესრულება კი სავალდებულოა. თუ გამტყუნებულ მხარეს ფული არ აქვს, ახლა უკვე ხარკის გადახდას განვადებით სთავაზობენ. თუ ყოველთვიური გრაფიკით ფულის გადახდაზე უარს იტყვიან ემუქრებიან.