რუსთავში, კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა

12.08.23 10:10
რუსთავში, კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა

რუსთავში, კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა. "ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, შემთხვევა ლეონიძის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.

არსებული ინფორმაციით , 50 წლამდე კაცსა და 40 წლამდე ქალს შორის კამათი ეჭვიანობის ნიადაგზე დაიწყო, რასაც ჩხუბი მოჰყვა, რა დროსაც ყოფილმა ქმარმა ცივი იარაღით ქალს სხეულის სხვადასხვა ადგილზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.

ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. დაჭრილი ქალი "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კაცი ადგილზე დააკავეს. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი სიახლეები