რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტის სავარაუდო მოწამვლა თბილისში - რუსი უფლებადამცველები ხელს "ეფ-ეს-ბე"-ს ადებენ

16.08.23 15:09
რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტის სავარაუდო მოწამვლა თბილისში - რუსი უფლებადამცველები ხელს "ეფ-ეს-ბე"-ს ადებენ

რუსული სპეცსამსახურების კვალი საქართველოში - რუსი უფლებადამცველები არ გამორიცხავენ, რომ პუტინის მოწინააღმდეგე ჟურნალისტის მოწამვლა საქართველოში რუსული სპეცსამსახურების მიერ კარგად დაგეგმილი და შესრულებული სპეცოპერაცია იყო, თუმცა იგორ კუროპტევი დარწმუნებულია, რომ ამ საქმის გამოძიება არ მოხდება, რადგან რუსული "ეფესებს" გავლენა ჩვენს ქვეყანაში დიდია.

მე ვიცნობ ამ ხალხს. ისინი ჟურნალისტები არიან, ზოგიერთი მათგანი ყოფილი ჟურნალისტია. ერთერთი მოწამლეს თბილისის სასტუმროში და რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობდა გაერკვია რა მოხდა, რატომ გრძნობდა თავს ცუდად. უამრავი გამოკვლევების შემდეგ კი დადგინდა, რომ ის მოწამლული იყო, რუსეთი არ წყვეტს მკვლელობებს და ადამიანის მოწამვლებს, აქ საუბარი სამზე მეტ ადამინზეა. ესაა მცდელობა იმისა, რომ რუსეთმა ხალხი მის საზღვრებს გარეთაც გააჩუმოს. რუსეთში ყველას აიძულებენ გამოიკეტოს სახლში და იყვნენ შეშინებულები. პუტინი კლავს ხალხს, ხურავს მედიებს, სვამს ციხეში ყველას, ვინც საწინააღმდეგოს ამბობს. შეჭრის შემდეგ ბევრ ადამიანს მოუწია გაქცევა რუსეთიდან,. ყველას ვინც ამბობდა რომ რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავდა" .- ამბობს კუროპტევი.

კუროპტევი ქართული ხელისუფლების ბრალეულობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ჩვენი ქვეყნის მთავრობა დამნაშავეა იმაში, რომ შესაბამის ზომებს არ იღებს მსგავსი თავდასხმების თავიდან ასაცილებლად

სახელმწიფო არავის ეხმარება ამის გაკეთებაში, რუსული ეფესბე თანამშრომლობს ადგილობრივებთან, მაგრამ არა სახელმწიფოსთან, რადგან უფრო მარტივია იპოვო კრიმინალი ან უბრალოდ მოქალაქე, რომელიც შენს დავალებას შეასრულებს. ქართული ხელისუფლების დამნაშავეა იმაში რომ შესაბამის ზომებს არ იღებს მსგავსი თავდასხმების თავიდან ასაცილებლად. არანაირ საპოლიციო ძალებს არ შეუძლია ამის შეჩერება.უნდა გამოცხადდეს კონტროლი საზღვარზე, რადგან რუსეთს თუ შეუძლია ხალხის მოწამვლა გერმანიაში ან რომელიმე ევროპულ ქვეყანაში, საქართველოში ეს ორმაგად მარტივია, რადგან ყოველდღიურად ათასობით ადამიანი შემოდის საზღვარზე - ამბობს კუროპტევი.

ირინა ბაბლოიანის სავარაუდო მოწამვლის ფაქტზე სკანდალური ჟურნალისტური გამოძიება გავლენინმა გამოცემა "ინსაიდერმა" გამოქვეყნა.

 

მსგავსი სიახლეები