პირველი ინტერვიუ რუს ჟურნალისტთან, რომელიც, სავარაუდოდ, თბილისში მოწამლეს
პირველი ინტერვიუ რუს ჟურნალისტთან, რომელიც, სავარუდოდ თბილისში მოწამლეს. ირინა ბაბლოიანი "პირველებს "დეტალურად უყვება იმ სიმპტომემების შესახებ, რომელიც საქართველოში მოგზაურობის შემდეგ ჰქონდა.
პუტინის მოწინააღმდეგე რეპორტიორი არ გამორიცხავს, რომ თბილისში მისი მოწამვლა კრემლის მიერ იყო ორგანიზებული და რუსული სპეცსამსახურების მიერ იყო შესრულებული. ბაბლოევა, რომელიც "ინსაიდერის" სკანდალური გამოძიების ერთ-ერთი ფიგურნატია, დაინტერესების შემთხევაში, სავარაუდოდ, მზად არის ჩვენება ქართულ გამოძიებასაც მისცეს, თუმცა ჟურნალისტის მოწამვლის სავარაუდო ფაქტით ქართველი ძალოვანები ჯერ, სავარუდოდ, არ დაინტერესებულან.
ძალიან ხშირად ჩამოვდივარ საქართველოში, ბევრი მეგობარი მყავს, ბოლოს ოქტომბერში ვიყავი თბილისში, ცუდად გავხდი ერთ-ერთ საღამოს, თავიდან ვიფიქრე რომ ვირუსი მქონდა, ძილი მერეოდა, სუსტად ვგრძნობდი თავს, სასტუმროში ავედი. გაღვიძებისას უკვე ძალიან მძიმედ ვიყავი, ხელის გულები მუქი წითელი ფერის მქონდა, მუცელი და თავი მტკიოდა, ადგომა არ შემეძლო, ვერაფერს ვაკეთებდი. პირში მქონდა ლითონის უსიამოვნო გემო, ვიფიქრე რომ ან მოწამლული ვიყავი ან ალერგია მქონდა. წამლები მივიღე, მაგრამ არმიშველა. იმ დღეს ერევანში გავემგზავრე, ადგომა და მოძრაობა არ შემეძლო, მძიმე მგზავრობა იყო. საშინელი შფოთვაც მქონდა, კონცენტრირებას ვერ ვახერხებდი, ყველაფერი თითქოს ნისლში იყო გახვეული, ხელები და ფეხები მტკიოდა საშინლად. მდგომარეობა არ იცვლებოდა. მალევე გავფრინდი გერმანიაში. სკეპტიკურად ვუყურებ ყველაფერს, გამომძიემბლები და ექიმები ფიქრობენ რომ ეს იყო მოწამვლა. თუმცა არ მაქვს მტკიცებულებები.
საავადმყოფოში მითხრეს, რომ ჩემი სისხლის ნიმუშები დაკარგეს, მთავარი ანალიზი ტოქსინებზე სადღაც გაუჩინარდა, რაც ძალიან უცნაურია ჩემთვის. ჩემი კოლეგების მაგალითიც მაქვს, რომლებსაც მოწამვლაზე ჰქონდათ ეჭვი და მათი ანალიზებიც დაიკარგა. ჯერჯერობით საქართველოში დაბრუნება არ შემიძლია, რომ პოლიციას მივცე ჩვენება. კითხვაზე ეს ყველაფერი იყო თუ არა რუსული ეფესბეს მოწყობილი, პასუხი არ მაქვს, მაგრამ ამას არ გამოვრიცხავ".- ამბობს ჟურნალისტი.
ირინა ბაბლოიანის სავარაუდო მოწამვლის ფაქტზე სკანდალური ჟურნალისტური გამოძიება გავლენინმა გამოცემა "ინსაიდერმა" გამოქვეყნა.