რუსი ჟურნალისტის სავარაუდო მოწამვლა - "ინსაიდერის" რედაქტორი ქართულ მხარეს გამოძიებაში დახმარებას სთხოვს

16.08.23 17:15
რუსი ჟურნალისტის სავარაუდო მოწამვლა - "ინსაიდერის" რედაქტორი ქართულ მხარეს გამოძიებაში დახმარებას სთხოვს

რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტის სავარაუდო მოწამვლა თბილისში - "ინსაიდერის" მთავარი რედაქტორი "პირველებთან" სამი ჟურნალისტის ქეიის ყვება, რომლებიც ერთმანეთს არ იცნობდნენ და სამივეს შემთხვევაში ერთანირ სიმპტომებს ჰქონდა ადგილი. 

გამომძიებელი ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ ოფიციალური თბილისის დახმარების გარეშე გამოძიება წინ ვერ წავა, ამიტომ ქართველ გამომძიებლებს დახმარებას სთხოვს.

ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ნახევარი წლის წინ როდესაც უცნაური სიმპტომების გამოვლენა დაეწყოთ რუს ჟურნალისტებს. სამი ჟურნალისტის შემთხვევა განსაკუთრებით მძიმე შემთხვევა იყო, ორის შემთხვევაში რამდენიმე თვის შემდეგ, ექიმებმა საბოლოოდ დაასკვნეს რომ ეს მოწამლვა იყო. რაც შეეხება მესამე ქეისს, ის არ წასულა ტოქსიკოლოგთან, ის მოგვიანებით მივიდა ამიტომაც მის სისხლში არ აღმოჩნდა ტოქსინები, თუმცა სიმპტომები მასაც იდენტური ჰქონდა. საწამლავი ორგანიზმში შეიძლება მოხდეს ნებისმიერი გზით - ჩასუნთქვა, კანზე მოხვედრით შეღწევა, საჭმლიდან ამიტომ რთულია თქმა, თუ როგორ მოიწამლნენ ისინი. 

ასევე, როდესაც საავადმყოფოში იყვნენ, ჩვენ ვესაუბრეთ მათ. არცერთი მათგანი ერთმანეთს არ იცნობს. ერთმანეთთან კომუნიკაციის გარეშე, მათ სიმპტომები ერთნაირად აღწერეს.

რთულია ამ ყველაფრის გამოძიება საქართველოს გარეშე, ჩვენ ვიქნებით მოხარულები თუ ვიმუშავებთ ქართველებთან ერთად, რადგან ჩვენ ვიცით მაგალითები იმის შესხებ, თუ როგორმ მუშაობს რუსული ეფესბე, ჩვენ გვაქვს უამრავი ინფორმაცია და გვინდა გავუზიაროთ საქართველოს, მათგან გამოხმაურება გაადვილებდა პროცესს. ევროპული ქვეყნები ჩვენ გვეხმარებიან და ამის წყალობით ბევრი ჯაშუში დავაკავეთ. მაგალითად გერმანიაში". - ამბობს "ინსაიდერის" რედაქტორი.

ირინა ბაბლოიანის სავარაუდო მოწამვლის ფაქტზე სკანდალური ჟურნალისტური გამოძიება გავლენინმა გამოცემა "ინსაიდერმა" გამოქვეყნა.