როდემდე ვაპირებთ ამის მიღებას? - თინა კანდელაკი The Killers-ის კონცერტზე მომხდარს ეხმაურება

16.08.23 23:14
როდემდე ვაპირებთ ამის მიღებას? - თინა კანდელაკი The Killers-ის კონცერტზე მომხდარს ეხმაურება

თინა კანდელაკი The Killers-ის კონცერტზე მომხდარ ფაქტს ეხმაურება და ფიქრობს, რომ დროა რუსეთმა ქართველი ახალგაზრდების განათლებაზე იზრუნოს.

"გამიკვირდებოდა ასეთი საქციელი, რომ არ ვიცოდე არაჩვეულებრივი ამერიკული გრანტების შესახებ, რომლითაც ქართველი ახალგაზრდობის ნაწილი აღიზარდა. ეს ახალგაზრდები მზად არიან შუა თითი აჩვენონ რუსების და რუსული კულტურის ნებისმიერ ხსენებაზე.
ამასთან დაკავშირებით მიჩნდება კითხვა: როდემდე ვაპირებთ ამის მიღებას, როდემდე არ დავპატიჟებთ ქართველ სტუდენტებს ჩვენთან განათლების მისაღებად? მერწმუნეთ, მსურველები საჭიროზე მეტია. დროა მათ გზა გავუხსნათ." - წერს კანდელაკი.

 საქართველოს მთავრობის დაფინანსებით მოწვეული ჯგუფის the killers სოლისტმა სცენაზე რუსი დრამერი აიყვანა, რასაც  ხალხის პროტესტი მოჰყვა. 

დარბაზში შეკრებილი მსმენელის ნაწილის მხრიდან მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მოსმენის მიუხედავად, ჯგუფმა რუს დრამერთან ერთად კომპოზიცია შეასრულა.

აუდიტორიიდან ისმოდა შეძახილები, "რუსეთი ოკუპანტია". თავად მუსიკოსმა კი თქვა, რომ მუსიკა აკავშირებს ადამიანებს და ამ აუდიტორიაში მყოფები ერთმანეთის "დები და ძმები" არიან, რასაც მწვავე პროტესტი მოჰყვა და მსმენელთა ნაწილმა დარბაზი დატოვა.

Black Sea Arena-ზე, KILLERS-ის კონცერტზე მომხდარ ინციდენტს საერთაშორისო მედიაც გამოეხმარა.

 

მსგავსი სიახლეები