სასტუმრო არაგვის კალაპოტში - ადგილობრივები საფრთხეებზე საუბრობენ და მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ
საშიში მშენებლობა მდინარის კალაპოტში, რომელიც შესაძლოა, ტრაგედიის ადგილად იქცეს. მდინარე არაგვის სანაპიროზე დასაქმებული ადამიანები მშენებლობას მიესალმებიან, რადგან ერთადერთი ნათელი წერტილი ადგილობრივი მუშებისთვის სწორედ ეს სასტუმროა, რომლის მეშვეობით დასაქმება შეძლეს.
მუშები ამბობენ, რომ სასტუმროს გიორგი როსტიაშვილი აშენებს და მისი ამისთვის მადლობლები არიან.
"კი გიორგი როსტიაშვილი აშენებს. ხალხი მადლობელი ვართ ამ კაცის, რომ აქ სამუშაო ადგილი გახსნა, სოფელმა მივეცით ნებართვა. აქედან გარბის ხალხი დასაქმებისთვის და ეს კაი გაკეთდა, რომ ხალხი დასაქმდა, ძალიან კარგი კაცია".- ამბობს მუშა.
ადგილზე შემოწმდა თუ არა ტერიტორია სპეციალისტების მიერ, ამ ინფორმაციას დასაქმებულები არ ფლობენ.
რაც შეეხება ჯებირებს, დაიცავს თუ არა ის სასტუმროს ღვარცოფული პროცესებისგან, მუშები ამბობენ, რომდ აიცავს.
მთავრობამ მიხედოს იმ ჯებირებს, გზებია, ასევე ხიდია გასაკეთებელი. უსაფრთხოების თვალსაზრისით არანაირი პრობლემა არ შეიქმნება.
მუშებისგან განსხვავებით, ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ ნებისმიერი ტიპის მშენებლობა მდინარის კალაპოტში, რომელიც ღცვარცოფული და მეწყერული პროცესების განვითარების საშიშ ზონას წარმოადგენს, მიუღებელია.
ისინი ადგილობრივი ხელისუფლებისგან მეტ განმარტებას ითხოვენ.
არავინ არ არის მომხრე, არ შეილება, საფრთხე არის რომ მდინარეები ადიდდეს, დაგუბდეს და წაიღებს მაგ სასტუმროს. მერე მოსახლეოაბსაც უჭირს. ძალიან უპატრონოდ ვართ, სახელბიც საშიშ მდგომარეობაში გვაქვს, რომ ადიდდეს წყალი, პირდაპირ შემომივარება".- ამბობს ადგილობრივი.
მდინარე არაგვის სანაპიროზე, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ 4 სართულიანი სასტუმროს მშენებელობის ნებართვა გასცა, ახლა ადგილზე მძიმე ტექნიკა ბოლო სამუშაობს ასრულებს.