ჯარიმა საწვავის რეალიზატორებს - რას ამბობენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორები
4 მილიონი ლარი ფინანსური სანქცია ნავთობკომპანიებს - ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის თქმით, დაჯარიმებული კომპანიები კერძო მფლობელობაშია, ამიტომ ისინი არ ერევიან ფასთა მიღებაში, რადგან ეს მათგან დამოუკიდებლად ხდება.
"დანამდვილებით, დოკუმენტალურად ეგ არავინ არ იცის, რომ შეიძლებოდა თუ არა უფრო ნაკლები ფასები ყოფილიყო. ნებისმიერი მძღოლი რომ გააჩერო ქუჩაში ბენზინი ერთი წელია მის მანქანას არ უნახია და იძახის საწვავი ძვირია. საერთოდ უფასოდ, რომ აჩუქო მაინც გეტყვის ძვირიაო, არ არის ასე. ის ყიდულობს და ყიდის, თუ მან არ დაიცვა ეს კანონები ის გაკოტრდება. ეს არის, კერძო საკუთარი კომპანიები და მის, მოგებას ჩვენგან ჩაურევლად, ჩვენ ვერავინ, არავინ არ ვცდილობთ იმას, რომ ჩავერიოთ მის ფასთა მიღებაში იმიტომ, რომ ამას ის კომპანიები აკეთებენ დამოუკიდებლად. ეს ჩემთვის არაფერი არ არის, ეს ჩემთვის შესასწავლია", - ამბობს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე, ვახტანგ იობაშვილი.
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ნავთობკომპანიები ვისოლი, სოკარი, ლუკოილი და პეტროლიუმ ჯორჯია 4 მლნ-მდე ლარით დააჯარიმა.
მიზეზი გიგანტური კომპანიების მიერ, ბენზინის ფასის ხელოვნურად გაზრდა გახდა. სააგენტოს მოკვლევის შედეგად დადასტურდა, რომ ნავთობ კომპანიებს ბენზინის ფასის შემცირება შეეძლოთ, თუმცა ეს არ გააკეთეს. გადაწყვეტილების გასაჩივრება კომპანიებს სასამართლოში შეუძლიათ.