"ქართული რეალობის" სახე, რომელიც პურის ფულისთვის ქუჩაში დგომას იხვეწება და იმასაც უშლიან
"მშიერი ხომ არ ვიქნები, თორე ვის სიამოვნებს ძაღლივით ქუჩაში დგომა? იმხელა პენსია მაინც იყოს, რომ ადამიანმა თავი ირჩინო".
"შვილი საავადმყოფოში მიწევს, რა ვაჭამო, გუშინ 180 ლარი მივეცი წამლებში, საიდან მოვიტანო? მეც დიაბეტი მაქვს".
"მე რა ვქნა პენსიონერმა, ავადმყოფმა, ფსიქიკურად დაავადებულმა, რამდენი ოჯახი ვინახო?"
"რა გავაკეთო, მეც საზღვარგართ გავიქცე?" - ასეთი შემაძრწუნებელი რეალობა იყო დღეს გორის ქუჩებში, სადაც გარემოვაჭრეები პურის ფულისთვის ქუჩაში დგომას იხვეწებოდნენ.
მუნიციპალური სამსახური მათ დახლების გაშლის ნებას არ აძლევდა, რ4ასაც ადგილზე ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.
ვითარება იქამდე მივიდა, რომ რამდენიმე ადამიანს სასწრაფოს დახმარებაც დასჭირდება.