ფემიციდი მარნეულში - დაკავებული სასამართლოს მოლოდინშია

21.08.23 10:46
ფემიციდი მარნეულში - დაკავებული სასამართლოს მოლოდინშია

ცოლის მკვლელობაში მხილებული კაცი სასამართლო პროცესის მოლოდინშია. 50 წლამდე მამაკაცი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.

რა მოხდა სოფელ სადახლოში და რატომ გაიმეტა სასიკვდილოდ კაცმა ცოლი - სავარაუდოდ, დღეს გაირკვევა, დაარღვევს თუ არა დუმილის უფლებას ფემიციდში მხილებული კაცი.

არსებული ცნობებით, ქმარმა ცოლს დანა გულ-მკერდში ჩაარტყა, კონფლიქტის დროს მათი 15 წლის შვილიც დაიჭრა. დაკავებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი სიახლეები