"ქალბატონებს აღენიშნებათ ძალადობის კვალი, მოვითხოვთ დაიწყოს გამოძიება" - აქცია გორში
აქცია გორში - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პოლიციელებისა და მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლების მიმართ გამოძიების დაწყებას ითხოვს.
"ენმ"-ს ანი ბალიაშვილი ამბობს, რომ გარემოვაჭრეებს სერიოზული ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებათ, რაც მოკვლევის საკიტხი აუცილებლად უნდა გახდეს.
ასაკოვანი ქალბატონების მიმართ დაფიქსირდა ძალადობა, პოლიციელების და მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლების მხრიდან. ჩვენ მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, რომ დაიწყოს გამოძიება ამ თემაზე, ამ ქალბატონებს აღენიშნებათ სხეულზე დაზიანებები. გორის მერიამ თუ გადაწყვიტა, რომ ქალაქის იერსახეზე იზრუნოს, ჯერ უნდა დაიწყოს სხვა პრობლემებით და არ მოადგეს ამ ქალბატონებს, რომლებიც ლუკმა-პურისთვის იბრძვიან და ეს არის მათი მთავარი შემოსავლის წყარო", - ამბობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ანი ბალიაშვილი.