მუქარა და შანტაჟი შუქრუთელი გაფიცულების მიმართ - შსს-მ გამოძიება დაიწყო

02.06.21 16:40
მუქარა და შანტაჟი შუქრუთელი გაფიცულების მიმართ - შსს-მ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ შუქრუთელი ქალის, ვერა კუპატაძეს მიმართ განხორცილებულ სავარაუდო შანტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. კუპატაძეს უცნობი პირი მისი ოჯახის წევრის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებით ემუქრებოდა. აუდიო ჩანაწერი ტვ პირველმა მოიპოვა. 

შეგახსენებთ, შუქრუთელები უკვე მესამე დღეა აშშ-ს საელჩოსთან აქციებს მართავენ და "ჯორჯიან მანგანეზისგან" კუთვნილ კომპენსაციებს მოითხოვენ. დღესვე მათ პროტესტს აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი გამოეხმაურა.  დეგნანმა თქვა, რომ მნიშვნელოვანია, რომ მათი პრობლემები გადაიჭრას.