"ოლიგარქიული ელიტა ასეთია, გოიმი, ფულით გადაფსიხებული მდაბიო ქაჯები" - გვარამია "მელაძის შაბათის" გამოძიებაზე
"ოლიგარქიული ელიტა ასეთია, გოიმი, ფულით გადაფსიხებული მდაბიო ქაჯები" - "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია "ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში" გასულ სკანდალურ გამოძიებას ეხმაურება, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერულ რეისს და ნუნუკა თამაზაშვილის ციხე-სიმაგრეში გადახდილ დაბადების დღეს ეხება.
რასაც ნოდარ მელაძის შაბათში ვუყურე ღარიბაშვილის თვითმფრინავის ამბებზე და, ჩემი აზრით, კიდევ უფრო უარესი, დაბადების დღის გამო დაკეტილ ქაჯურ ციხე-რესტორანზე და ხელისბიჭებად ქცეულ შეიარაღებულ სამთავრობო დაცვის თანამშრომლებზე, არის დანაშაულებრივიც და გულისამრევიც.
ტიპებს უკვე რომ აღარ ეტევათ, უბრალოდ ირგვლივ არწყევენ ფულს. მოპარულ ფულს, ცხადია. ჩემს სოხუმურ ბავშვობაში, ჩემი უსაყვარლესი ძიძა (დონელი კაზაკი) შურა დოროშენკო ასეთებზე ამბობდა с жиру бесятся.
ოლიგარქიული ელიტა ზოგადად ასეთია - გაუნათლებელი, გოიმი, უგემოვნო, ზომიერებადაკარგული, ფულით გადაფსიხებული მდაბიო ქაჯები. საქართველოში - კიდევ უფრო მეტად ასეთია.
ps არ დამავიწყდეს: თამაზ გაიაშვილი - ამაზრზენი მედროვეობის ღვთაება ქართულ მითოლოგიაში". - წერს გვარამია