ნინოწმინდის პანსიონში ტრეფიკინგის სააგენტოს ხელმძღვანელი მივიდა

08.06.21 15:24
ნინოწმინდის პანსიონში ტრეფიკინგის სააგენტოს ხელმძღვანელი მივიდა

ნინოწმინდის პანსიონში  სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა სააგენტოს ხელმძღვანელი, მერი მაღლაფერიძე, მივიდა.მაღლაფერიძეს კომენტარი მედიასთან ჯერ არ გაუკეთებია. მანამდე ნინოწმინდის პანსიონთან საერთო სასამართლოების წარმომადგენლები მივიდნენ, თუმცა მათ კარი არ გაუღეს.

დღეს დილას პანსიონი კიდევ ერთმა ბავშვმა დატოვა.  ნინოწმინდის პანსიონი ამ დროის მონაცემებით, 22-მა აღსაზრდელმა დატოვა, მათ შორის არის 7 შშმ ბავშვი, რომელიც პანსიონიდან სასამართლოს განჩინების საფუძველზე გაიყვანეს. 

ამ დროისთვის პანსიონში 31 აღსაზრდელი იმყოფება. 

 

 

მსგავსი სიახლეები