ვაქცინა ადამიანის სამართავადაა - ანტივაქსერი სასულიერო პირი, რომელიც ბლუთუზს "დაუკავშირდა" (ვიდეო)

09.06.21 15:08
ვაქცინა ადამიანის სამართავადაა - ანტივაქსერი  სასულიერო პირი, რომელიც ბლუთუზს "დაუკავშირდა" (ვიდეო)

მეტეხის ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი ანტონ კიკნაველიძე, ამტკიცებს, რომ ვაქცინირებულები ბლუთუზს უკავშირდებიან. სასულიერო პირმა ანტივაქსერული მოწოდებები საკუთარ მრევლთანაც გააჟღერა და ყველას მიმართა, რომ კორონავირუსის საწინაამღდეგო ვაქცინა არ ჩაიტარონ. სასულიერო პირი ამტკიცებს, რომ თავად არ აცრილა, თუმცა ექსპერიმენტი ჩაატარა და დაადგინდა, რომ აცრილი ადამიანები ელექტრონულ მოწყობილობებთან კავშირს უსადენოდ ამყარებენ და ბლუთუზს იჭერენ.

ბლუთუზით ჩაირთო, სხვადასხვა კოდები შემოვიდა ეს სიტუაცია და ვფიქრობ, რომ ელექტრო რაღაცა არის ამ წამალთან ერთად. კოდები მოდიოდა, ბლუთუზი კარგად ვიცი მე, რას იჭერს, როგორ იჭერს. ფაქტი არის, რომ საშიში არის ეს ყოველივე ადამიანის მართვისთვის. მრევლი დავარიგე და ვურჩიე, რომ ნუ გაიკეთებთ", - ამბობს სასულიერო პირი. 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები