არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია ნაკლებად გვაწუხებს - ედიშერ ქარჩავა

15.06.21 14:09
არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია ნაკლებად გვაწუხებს - ედიშერ ქარჩავა

საპატრიარქოს იურისტი, ედიშერ ქარჩავა, ამბობს, რომ ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელად მეუფე იაკობის დანიშვნის თაობაზე არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებები არ აინტერესებს. 

ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია ნაკლებად გვაწუხებს, აი, პირდაპირ გეუბნებით იმიტომ, რომ ჩვენთვის მთავარია, ბავშვის საუკეთესო ინტერესი",- ამბობს ქარჩავა. 

,,ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" იურისტი, თამთა მიქელაძე, "ტვ პირველთან" ამბობს, რომ ნინიწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელად ბოდბელი მიტროპოლიტის, მეუფე იაკობის, დანიშვნას ეწინააღმდეგება. 

ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილისთვისაც  გაუგებარია, რა კრიტერიუმებით შეირჩა ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე სპირიდონის შემცვლელად, რადგან მას არ აქვს არც შესაბამისი ცოდნა და არც გამოცდილება.