ე.წ. კლანი და მიშელის დოკუმენტის დარღვევა - იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეების დასანიშნად ემზადება

17.06.21 11:39
ე.წ. კლანი და მიშელის დოკუმენტის დარღვევა - იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეების დასანიშნად ემზადება

ე.წ. კლანი და შარლ მიშელის დოკუმენტის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა.  უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეობის 50 პრეტენდენტიდან საბჭომ 9 კანდიდატი უკვე შეარჩია, რომელთა სახელებსა და გვარებს დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნის. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი, ამბობს, რომ პროცესები დარღვევებით მიმდინარეობს. მისი თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარღვევა ნეპოტიზმია. 

შერჩევა მიმდინარეობდა 8 თვის განმავლობაში და აბსოლუტურ თანხვედრაში იყო პოლიტიკურ პროცესებთან. ეს იმას ნიშნავს, რომ პროცესი არ იყო იზოლირებული პოლიტიკისგან და კარგად მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოს პარლამენტთან და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან ე.წ. კლანი. ასევე, იყო პროცედურული დარღვევები. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევა ჩემი აზრით, არის ნეპოტიზმი. მუდმივი ცვლა მიმდინარეობს აქ თანამდებობების, როლების, რაც იმას მიუთითებს, რომ მთავარია კლანური შედეგები და მოდელი დაჯდეს ისე, როგორც მათ ინტერესებშია, - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი. 

შარლ მიშელის  დოკუმენტის თანახმად კი სასამართლო რეფორმის გატარებამდე უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნა უნდა შეჩერდეს, თუმცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოში ამ გარემოებას უგულებელჰყოფენ.