არსებობს თუ არა რისკი, ქართველი სანქცირებული მოსამართლეების წრე გაფართოვდეს? - რას ამბობენ მესამე სექტორში

02.12.23 11:35
არსებობს თუ არა რისკი, ქართველი სანქცირებული მოსამართლეების წრე გაფართოვდეს? - რას ამბობენ მესამე სექტორში

 

არსებობს თუ არა რისკი, რომ ქართველი სანქცირებული მოსამართლეების წრე კიდევ უფრო გაფართოვდეს? ეს კითხვა აქტუალური სალომე ზურაბიშვილის განცხადებებმა გახადა. მთავარსარდალი ფიქრობს, რომ ქვეყენაში სამართალის პოვნა შეუძლებელია. ეს გზავნილი კი წესით დასავლეთისთვის სიგნალი უნდა იყოს. პრეზიდენტი ადასტურებს იმასაც, რასაც აქამდე ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი უარყოფდა.

მესამე სექტორში არ გამორიცხავენ რომ ქართული სასამართლო კლანზე წნეხი დასავლეთიდან კიდევ უფრო გაიზრდება. ამ პროცესებზე საკუთარი გავლენა სავარაუდოდ ექნება საარჩევნო პროცესს და ხელისუფლების ნაბიჯებს ევროპისკენ.

"სასამართლო გუშაგის" ხელმძღვანელის, ნაზი ჯანეზაშვილის თქით,  მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში, უკვე სანქცირებულ მოსამართლეებთან დაკავშირებით დაიწყოს გამოძიება.

პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კეთდება ეს განცხადება, ვინაიდან, მისი ერთ-ერთი მანდატი სწორედ ეს არის, რომ იუსტიციის ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში ერთი არამოსამართლე წევრი იყოს და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ მომავალში მან მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც მართლმსაჯულების ინტერესებს ემსახურება. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში, უკვე სანქცირებულ მოსამართლეებთან დაკავშირებით დაიწყოს გამოძიება, ხელისუფლებამ უნდა შეისწავლოს რამდენად არის სისტემაში გავრცელებული კორუფცია და ასევე რა ტიპის პრობლემებია, ძალიან უხერხულია ეს განცხადება, როდესაც თავმჯდომარე ითხოვს ბოდიშის მოხდა. ამ შემთხვევაში წინა პლანზე გადმოდის, როგორ მოხდა თვითონ ნინო ქადაგიძის არჩევა", - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.

სასამართლოს კლანი ამერიკისგან ბოდიშს ელოდება. მობოდიშებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე ითხოვს. მისთვის მიუღებელია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის სანქცირება