ოკუპირებულ გალში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

10.12.23 13:40
ოკუპირებულ გალში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

ოკუპირებულ გალში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. თემურ კარბაია ეგრედ წოდებული მილიციის მსხვერპლი გახდა. არსებული ცნობებით, 40 წლამდე მამაკცს სასტიკად გალის ცენტრში გაუსწორდნენ.  

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა კარბაია დოკუმენტების შესამოწმებალდდ გააჩერეს, შემდეგ კი მისი შეურაცხყოფა და ცემა დაიწყეს. ნაცემი მამაკაცი ჯერ განყოფილებაში გადაიყავნეს, თუმცა დაზიანებები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ მისი გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს.

ეს არის კიდევ ერთი მსხვერპლი საოკუპაციო რეჟიმის. ჩვენი ინფორმაციით, ე.წ. მილიციამ დააკავა ეს ადამიანი, სასტიკად სცემა და შემდგომ, როდესაც მიხვდნენ, რომ ის უკვე სიკვდილის პირას იყო მისული, შეეცადეს მისი გადარჩენა და წაიყვანეს სოხუმში, მაგრამ სამწუხაროდ, ის გარდაიცვალა, - ამბობს მოძრაობა "აფხაზეთისთვის" წევრი ნუკრი ნოდია. 

მომხდარის შესახებ ცენტრალური ხელისუფლებიდან განცხადება ჯერ-ჯერობით არ გავრცელებულა.

 

მსგავსი სიახლეები