წყლის ეშინოდა - ახალი დეტალები შაორის ტბაზე მომხდარი ტრაგედიის შესახებ

19.06.21 11:05
წყლის ეშინოდა - ახალი დეტალები შაორის ტბაზე მომხდარი ტრაგედიის შესახებ

უბედური შემთხვევა შაორში - ტბაში დამხრჩვალი ბავშვის ცხედარი  ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროდან სოფელ ქორეთში, საკუთარ სახლში გადაასვენეს.

მეზობლების თქმით, ბავშვი ტბაში თავისი სურვილით არ შესულა, რადგან ცურვა არ იცოდა და წყლის შიში ჰქონდა.

არ იცოდა ცურვა, წყლის შიში ჰქონდა, თავი აქვს დარტყმული. მძღოლი ჩავიდა იმ წუთში, მაგრამ ვერ უნახავს", - ამბობს გარდაცვლილი ბავშვის მეზობელი.

14 წლის ბიჭი გუშინ, ექსკურსიის დროს გაუჩინარდა. მაშველები მას რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. საბოლოოდ ბიჭის ცხედარი ანაკლიიდან ჩამოსულმა მყვინთავებმა იპოვეს.

მსგავსი სიახლეები