სამტრედიაში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა

19.06.21 11:40
სამტრედიაში  ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა

გუშინ, სამტრედიაში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი 32 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. დაჭრილს კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ქირურგიული ჩარევიდან საათნახევარში გარდაიცვალა. ექიმის ინფორმაციით, მას ცეცხლსასროლი იარაღით ათამდე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული  და ტრავმები სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო.

შემთხვევა გუშინ მოხდა. სამტრედიის ცენტრში 2 მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

მომხდარზე გამოძიება 19-109-ე მუხლით დაიწყო.